"ორი დღეა “საპატრიარქოს ვიცავ” სტალინისტებისგან..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ორი დღეა “საპატრიარქოს ვიცავ” სტალინისტებისგან..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" ისევ მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ხა­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"ორი დღეა “სა­პატ­რი­არ­ქოს ვი­ცავ” სტა­ლი­ნის­ტე­ბის­გან ფე­იჯ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 500 ცალი დავბლო­კე.

ვინც ამ­ტკი­ცებ­და, რომ სტა­ლი­ნი გე­ნი­ო­სია, მათ შო­რის უამ­რა­ვი პრო­ფე­სო­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე უმაღ­ლეს­ში ას­წავ­ლის, უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ას­წავ­ლის…წაშ­ლი­ლი ის­ტო­რია, მეხ­სი­ე­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, ორუ­ე­ლი … ფილ­მი­ვით ვუ­ყუ­რებ.

ისე­თე­ბიც კი არი­ან, ვინც სტა­ლინს თავს ეს­ხმის და სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამარ­თლებს, ოღონდ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის “სა­ქარ­თვე­ლო­თი არ ამა­ყობ­და” - რა დაგ­ვი­შა­ვა, არ იცი­ან.

არ იცი­ან, რომ სტა­ლინ­მა მოკ­ლა სულ მცი­რე 20 ათა­სი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი.

გა­და­ა­სახ­ლა სულ მცი­რე 100 ათა­სი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ქარ­თვე­ლის ნა­თე­სა­ვი, თა­ნა­მო­აზ­რე, მე­გო­ბა­რი…

შემ­დეგ მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომში მოკ­ლა 300 ათა­სი ქარ­თვე­ლი.

ომში, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის მა­მულს არ შე­ხე­ბია.

ენერ­გია გა­მი­ზარ­და ამ ფსი­ქო­პა­ტი­ამ.

“თუ გინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ნად­გუ­რო, ის­ტო­რია უნდა წა­უ­შა­ლო” - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში იცხოვ­როს, თუ წაშ­ლი­ლი ის­ტო­რია არ აღ­ვად­გი­ნეთ და ხალ­ხს არ გა­ვა­გე­ბი­ნეთ მკა­ფი­ოდ, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ.

ამი­ტო­მაა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კამ­პა­ნია ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა ზე­სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი".