საოჯახო მარაგების შევსება ონლაინ
დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში ერთგვარი გამოწვევაა დროის დაზოგვა რუტინულ საქმეებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირება. ყოველდღიურობაში არსებობს პირველადი საჭიროებები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ერთ-ერთი ასეთი საჭიროებაა საკვების შეძენა. ტექნოლოგიების ეპოქაში ამ პროცესს მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ონლაინ შესყიდვა, სადაც სულ 15 წუთია საჭირო, რომ სრულად შეავსო სახლის მარაგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო ხელით გადარჩეული პროდუქტი სრულიად უსასყიდლოდ, სახლის კართან. ონლაინ შეძენის უპირატესობები ცდება მხოლოდ კომფორტის საზღვრებს და განისაზღვრება დაზოგილი დროის, ენერგიის, ბიუჯეტისა და სერვისების სიმარტივით.
1. დაზოგილი დრო
თავისუფალი დრო ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. პროდუქტების ონლაინ შეძენისას გამოთავისუფლებული დრო კი შესაძლებელია უფრო სასიამოვნოდ და ეფექტურად გამოიყენოს ადამიანმა საყვარელი საქმიანობისთვის. ონლაინ შეძენისას გაცილებით სწრაფად ხდება პროდუქციის დათვალიერება, ფასის გადამოწმება და შესყიდვა, ვიდრე სასურსათო მაღაზიებში ფიზიკური შოპინგისას.
2. დაზოგილი ენერგია
ტრადიციული სასურსათო საყიდლები დამღლელი და მოსაწყენია, რომელსაც ემატება რიგში დგომის დისკომფორტი და მძიმე ჩანთებით გადაადგილება. პროდუქტების ონლაინ შეძენა მომხმარებელს სრულად არიდებს თავიდან ამ შრომატევად პროცესს. ზოგავს არა მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას, არამედ ამცირებს ხალხმრავალ მაღაზიებში ნავიგაციის, პარკირების და გრძელ რიგებში დგომის სტრესს.
3. დაზოგილი ბიუჯეტი
პროდუქტების ონლაინ შეძენა ეხმარება მომხმარებელს ბიუჯეტის გონივრულად განკარგვაში. ონლაინ შეძენისას შესაძლებელია თვალყურის დევნება კალათის მოცულობაზე, პროდუქტის მარტივად დამატება ან ამოკლება ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით. ტრადიციული საყიდლებისგან განსხვავებით, ონლაინ შეძენისას მცირდება იმპულსური შესყიდვების ალბათობა, რაც პირდაპირ აისახება ეფექტურად დახარჯულ ბიუჯეტზე.
ონლაინ შესყიდვა განსაკუთრებით კომფორტულია, თუ კომპანია უფასო მიწოდების სერვის სთავაზობს მომხმარებელს, თანაც - სრულიად საქართველოს მასშტაბით. შეკვეთის გაფორმებისას შესაძლებელია მიწოდების სხვადასხვა ვარიანტის შერჩევა ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად. მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს უფასო მიწოდება ლიმიტების გარეშე, რაც გულისხმობს ნებისმიერი თანხის მოცულობის შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობას.
ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ მხოლოდ 10 წუთია საკმარისი, რომ მომხმარებელმა სრულად შეავსოს სახლის მარაგი. ასორტიმენტში გათვალისწინებულია 250 - მდე დასახელების ჩირეული, თხილეული, მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული და სანელებლები. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
032 2 42 47 97
(R)