"ძალიან უცნაურ თხოვნებს ვიღებ, ჩემი "ფეისბუქის" "მესინჯერი" სულ ღია მაქვს და ..." - რას ჰყვება ვრცელ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი?
სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტ ვიკა ბუკიასთან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა:
კითხვაზე თუ ვის არ ჩამოართმევდა ხელს სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:
"ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და მტერს არ ჩამოვართმევდი, არა, უნდა შევასწორო, სხვათა შორის ჩამორვართმევდი ხელს იმ დღეს, როცა დაგვიბრუნებს აფხაზეთს და ცხინვალს. რაც შეეხება კითხვას ვის არ შეხვდებოდა პრეზიდენტი არასდროს და იქნებოდა თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეხვდებოდა.
"ყველას შეიძლება შეხვდე და ყველას შეიძლება მოუსმინო, ამაში არ არის პრობლემა. საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა და გამეგო, რატომ შეეცვალა ის გეზი და ის მიმართულება, რომელიც იყო აღებული დასაწყისში... სანამ ხარ საზოგადო სივრცეში ყველას უნდა მოუსმინო" - ამბობს პრეზიდენტი.
როგორც ინტერვიუში საუბრისას პრეზიდენტი აღნიშნავს, ყველაზე გემრიელი კერძი მისთვის ლობიოა:
" არ ვიცი ერთ დროს დასაცინი რატომ გახდა, მე რომ ლობიო მიყვარს და ლობიოსთვის შევიდე რესტორანში...მეგობრობის გარეშე რთული ასატანი იქნებოდა ის სიმარტოვე, რომელიც ახლავს თანამდებობას. ძალიან უცნაურ თხოვნებს ვიღებ, ჩემი "ფეისბუქის" "მესინჯერი" სულ ღია მაქვს და ამიტომ მწერენ თავისუფლად... დედაჩემმა დაამკვიდრა ჩემ შესახებ ჯიუტიაო და მას მერე იმეორებენ... რატომ უნდა დავემორჩილო ვინმეს ჩემი არჩევანის გარეშე... ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე კარგი თვისება მოთმინებაა და ყველაზე ცუდი თვისებაა - სიჯიუტე". იხილეთ ინტერვიუ