დროში მოგზაურობის შესაძლებლობა - ფანტაზია თუ უახლოესი მომავლის რეალობა?
სამცნიერო ფანტასტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი მცდელობა, წარსულში მოგზაურობისა და უკვე მომხდარ მოვლენებზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის, უმეტეს შემთხვევაში კატასტროფით დასრულდება.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თემაზე გადაღებული ფილმებიც და დაწერილი წიგნებიც სხვა არაფერია თუ არა ავტორების ფანტაზიის წყარო, თანაც ისე, რომ მათ ყოველთვის სათანადო პროფილური განათლებაც კი არ აქვთ.
და რას ამბობს ამის შესახებ მეცნიერება და მათ შორის, პირველ რიგში, ფიზიკა?ფილმის "დოქტორი ვინ“ პერსონაჟები პერიოდულად ცდილობენ, შეცვალონ წარსული, მაგრამ შედეგად ისინი კვლავ უბედურებაში აღმოჩნდებიან. ისევე, როგორც მრავალი სხვა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოების გმირები, რომლებიც ისტორიის მიმდინარეობის ცვლილებას სწორედ ასეთი გზით ცდილობენ.
თითქოს დასკვნა ნათელია: ნებისმიერი მსგავს ჩარევას გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ და ეს ძალიან საშიშია.
დროში მოგზაურობით გამოწვეული პოტენციური პარადოქსების გადაჭრის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს პარალელური სამყაროების არსებობას და გაუგებარ კვანტურ ფენომენებს; სხვები სამყაროში ლოგიკური თანმიმდევრობის შესაქმნელად ჯერ კიდევ შეუსწავლელ მექანიზმებს ეყრდნობიან. რომელი გამოსავალი იმუშავებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდწილად დროის კონცეფციის ჩვენს განმარტებასა და მისი მოქმედების პრინციპების გაგებაზეა დამოკიდებული. ამ სფეროში ფიზიკოსებს ჯერ კიდევ ბევრად მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხები. ყველაზე რეალურია, ამ ეტაპზე ნებისმიერი მცდელობა დროში მოგზაურობისა, შუძლებლად მივიჩნიოთ.
ეს ახსნა ბუნებრივი ჩანს დროის ჩვენეულ აღქმას თუ გავითვალისწინებთ: ის სულ ერთი მიმართულებით მიდის, ორშაბათს მოსდევს სამშაბათი, სამშაბათს - ოთხშაბათი და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში. რთულია სხვა ვარიანტის წარმოდგენაც კი, მაგალითად ის, რომ სამშაბათს შესაძლოა კვლავ ორშაბათი მოსდევდეს.
მაგრამ იმის ახსნაც, რატომ ხდება ასე, არც ისე მარტივია. ბოლო ბოლო სამყაროში ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით სვლა შეგვიძლია. მართალია, ზევით და ქვევით მოძრაობა ცოტა რთულია, ვიდრე წინ და უკან, რადგან ამისთვის მიზიდულობა უნდა გადავლახოთ და პირიქით, მაგრამ მაინც, ეს ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, დროში, ჩვენ რატომღაც სულ ერთი მიმართულებით მივდივართ. გააგრძელეთ კითხვა