უნიკალური კადრები - როგორ ტოვებს ედუარდ შევარდნაძე თავის კაბინეტს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ (VIDEO) - კვირის პალიტრა

უნიკალური კადრები - როგორ ტოვებს ედუარდ შევარდნაძე თავის კაბინეტს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ (VIDEO)

"ედუარდ შევარდნაძის ცენტრი" იშვიათ კადრებს ავრცელებს. ცენტრის განმარტებით, კადრები მიშა რობაქიძის YouTube არხიდან არის აღებული და მათზე ასახულია, თუ როგორ ტოვებს თავის სამუშაო კაბინეტს ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის 26 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისში სახალხო მღელვარება დაიწყო, რაც 23 ნოემბერს "ვარდების" რევოლუციით დამთავრდა.

23 ნოემბერს, 20:45 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა. “ვხედავ, რომ ჩემი უფლებების გამოყენება სისხლისღვრამდე მიგვიყვანს, მაგრამ მე ჩემი ხალხისთვის არ მიღალატია. ახლა სჯობს პრეზიდენტი გადადგეს. ჩემი საქმე არ არის თუ ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე. მე საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ, მივდივარ სახლში”, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

წყარო: The Eduard Shevardnadze Center