წვეულებების მოყვარული, სკანდალებით ცნობილი ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქმარს დაშორდა - რას წერს მედია სანა მარინის შესახებ?
ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მეუღლეს დაშორდა. სკანდალებით ცნობილმა პოლიტიკოსმა ჯერ კიდევ გასული მაისში გამოაცხადა, რომ ის და მარკუს რაიკონენი 20 წელზე ხანგრძლივ ურთიერთობას გაყრით ასრულებდნენ.
როგორც ფინური გამოცემები იტყობინებიან, წყვილი ოფიციალურად გასულ ორშაბათს განქორწინდა.
ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკა გასულ წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი პარტია მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიასთან დამარცხდა.
სანა და მარკუსი ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოფიციალურად 2020 წელს დაქორწინდნენ. მათ 6 წლის გოგონაც ჰყავთ. მას შემდეგ, რაც წყვილმა განქორწინების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც პირობას დებდნენ, რომ "საუკეთესო მეგობრებად დარჩებოდნენ".
"მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, ერთად გავიზარდეთ და გავხდით ჩვენი საყვარელი ქალიშვილის მშობლები",- წერდა მარინი "ინსტაგრამზე". გააგრძელეთ კითხვა