მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, ამ მომენტისთვის სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის - კვირის პალიტრა

მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, ამ მომენტისთვის სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხატი, რო­მელ­ზეც სტა­ლი­ნი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, ამ მო­მენ­ტის­თვის აღარ არის. მის ად­გი­ლას კი კე­დელ­ზე ახლა მატ­რო­ნას სხვა ხატი კი­დია. რო­გორც ტა­ძარ­ში გვი­თხრეს "ხატი გვი­ან ღა­მით გა­აბ­რძა­ნეს სა­მე­ბი­დან". დიდი ალ­ბა­თო­ბით, მის გა­და­სა­წე­რად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უნდა მოხ­დეს სტა­ლი­ნის ეპი­ზო­დის შეც­ვლა.

უც­ნო­ბია რო­დის და­აბ­რუ­ნე­ბენ ხატს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხატ­ზე სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­და­ი­წე­რე­ბა და მის ნაც­ვლად სიმ­სივ­ნის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი ქალი გა­მო­ი­სა­ხე­ბა.