"ეს ალბათ ოცდამეათე ხატია, რომელიც შეწირული მაქვს..." - რას ამბობს დავით თარხან-მოურავი მატრონა მოსკოველის ხატის შეწირვაზე?
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი "ტვ.პირველის" შეკითხვას, თუ რატომ შეწირა მაინცდამაინც მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარს პასუხობს:
"მე თვითონ მაქვს დაწერილი წმინდა გიორგის ხატი და შეწირული, წმინდა ნინოსიც, წმინდა ნიკოლოზის, გაბრიელ ბერის ხატიც შევწირე ჩემი შეკვეთით, ეს ალბათ ოცდამეათე ხატია, რომელიც შეწირული მაქვს...მეორე საკითხი ეს არის გამოჩენილი წმინდანი და ბერძენი, ათონელი მამები სულიერ კავშირში არიან ნეტარ მატრონასთან", - ამბობს დავით თარხან-მოურავი.