"ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ზურას სასიკეთოდ წავა ყველაფერი" - რას წერს ზურა ბერიკაშვილის მდომარეობაზე მსახიობის დისშვილი?
უკვე რამდენიმე დღეა რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. თავდაპირველად ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.
არ ცხრება საზოგადოების ინტერესი, თუ როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება.
"ძვირფასო ხალხო, უყურადღებობაში ნუ ჩამოგვართმევთ, თუ ყველას ვერ გპასუხობთ და ვერ გიყვებით ზურიკოს მდგომარეობას.ძალიან ვაფასებთ მთელი ოჯახი თქვენ ყურადღებას, სიყვარულს და კეთილ სურვილებს.ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ზურას სასიკეთოდ წავა ყველაფერი.როგორც კი რამე ხელშესახები წინსვლა გვექნება, აუცილებლად გაგაგებინებთ", - წერს "ფეისბუქზე" ზურა ბერიკასშვილის დისშვილი ანანო მაისურაძე.