სკანდალური "შიშველი წვეულება" - რა ურჩია ალა პუგაჩოვამ ფილიპ კირკოროვს და რატომ გადაუხადა მომღერალმა შოიგუს უწყებას დიდი ქრთამი - კვირის პალიტრა

სკანდალური "შიშველი წვეულება" - რა ურჩია ალა პუგაჩოვამ ფილიპ კირკოროვს და რატომ გადაუხადა მომღერალმა შოიგუს უწყებას დიდი ქრთამი

მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა, რომელსაც ტელეწამყვან ანასტასია ივლეევას „შიშველ წვეულებაში“ მონაწილეობის გამო პრობლემები შეექმნა, დაუჯერა ყოფილი ცოლის ალა პუგაჩოვას რჩევას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ქრთამი გადაუხადა, რათა ჯარში არ გაეწვიათ. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, კირკოროვმა მაღალჩინოსნებს 7 მილიონი რუბლი გადაუხადა. ასევე, მას არ სურს ოკუპირებულ დონბასში წასვლა, რათა სკანდალურ წვეულებაში მონაწილეობისთვის თავისი „დანაშაული გამოისყიდოს“. მომღერალი მიიჩნევს, რომ მან საკმარისი გააკეთა - ბელგოროდელ ბავშვებს 5 მილიონი რუბლი გადაურიცხა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მომღერალს განსაკუთრებით არ სურს ჰოსპიტალში დაჭრილების მონახულება.

„ერთხელ ის იყო ყირიმის ჰოსპიტალში და სულ ამბობდა, რომ იქაურობა საშინლად ყარს - ცალკე წამლების სუნი, დაჭრილების ყველა არ ბანაობს. წუწუნებდა, რომ იძულებული იყო, ტანსაცმელი ქიმწმენდაში მიეცა“, - წერს მედია.

„შიშველი წვეულება“

2023 წლის დეკემბრის ბოლოს ანასტასია ივლეევამ „შიშველი წვეულება“ გამართა. კერძოდ, ერთ-ერთ ბარში რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ნახევრად ჩაცმულები შეიკრიბნენ. მედიაპროპაგანდისტებმა სკანდალი ატეხეს - საბრძოლო მოქმედებების დროს ასეთი საქციელი ამორალურიაო. რუსეთის ხელისუფლებამ წვეულების მონაწილეების შევიწროება დაიწყო. მაგალითად, ფილიპ კირკოროვი ერთ-ერთი საახალწლო ფილმიდანაც კი ამოჭრეს.