სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია საჭირო აღარ იქნება? - ბრიტანეთში ახალი პრეპარატი დაამტკიცეს, რომელმაც პირველი პაციენტი უკვე განკურნა - კვირის პალიტრა

სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია საჭირო აღარ იქნება? - ბრიტანეთში ახალი პრეპარატი დაამტკიცეს, რომელმაც პირველი პაციენტი უკვე განკურნა

ბრი­ტა­ნეთ­ში ონკო-პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ახა­ლი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი - ბლი­ნა­ტუ­მო­მა­ბი და­ამ­ტკი­ცეს. ცნო­ბი­ლია, რომ წა­მა­ლი ნაკ­ლე­ბად ტოქ­სი­კუ­რია და გა­ცი­ლე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტი აქვს, ვიდ­რე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას.

პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­ზეც პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ცა­და, 11 წლის არ­ტუ­რი გახ­და, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ლე­ი­კე­მი­ა­ზე მკურ­ნა­ლობ­და. არ­ტუ­რის მშობ­ლებ­მა BBC-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ახა­ლი თე­რა­პია "მზის სხი­ვი" იყო მათი შვი­ლის­თვის, რად­გან მას სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი არ ჰქო­ნია."ბლი­ნა­ტუ­მო­მა­ბი" მი­ე­კუთ­ვნე­ბა ე.წ. "ბი­ო­ლო­გი­უ­რი" პრე­პა­რა­ტე­ბის ჯგუფს. ის არის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ანა­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მებ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ამ ჯგუ­ფის სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გო­რი­ცაა რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი. "ბლი­ნა­ტუ­მო­მა­ბის" მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არის სპე­ცი­ფი­უ­რი ცი­ლის "შე­ტე­ვა" კი­ბოს უჯრე­დებ­ზე, რათა პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ შეძ­ლოს მათი ამოც­ნო­ბა, თავ­დას­ხმა და გა­ნად­გუ­რე­ბა.

იხილეთ სრულად