"როცა იორდანეზე ვარ, მუდმივად, 12 წლის წინანდელი, ეს საოცარი წუთები მახსენდება" - რას წერს ლაშა ჟვანია? - კვირის პალიტრა

"როცა იორდანეზე ვარ, მუდმივად, 12 წლის წინანდელი, ეს საოცარი წუთები მახსენდება" - რას წერს ლაშა ჟვანია?

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ნათლისღების დღესასწაულზე წერს და ფოტოს აქვეყნებს:

"როცა იორდანეზე ვარ, მუდმივად, 12 წლის წინანდელი, ეს საოცარი წუთები მახსენდება. დრო მივა, დეტალურად აღვწერ, რა იყო და როგორ ჩავედით თებერვლის სიცივეში მდინარე იორდანეში.გილოცავთ ნათლისღებას და ღვთის განცხადების დიდ დღესასწაულს", - წერს ლაშა ჟვანია.