ქორწილის დროს სტუმრები "უფსკრულმა შთანთქა" - რა მოხდა იტალიაში: "წვეულება მონასტრის შენობაში იმართებოდა, რომელიც საქორწინო დარბაზად არის გადაკეთებული" - კვირის პალიტრა

ქორწილის დროს სტუმრები "უფსკრულმა შთანთქა" - რა მოხდა იტალიაში: "წვეულება მონასტრის შენობაში იმართებოდა, რომელიც საქორწინო დარბაზად არის გადაკეთებული"

ტოს­კა­ნის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ პის­ტო­ი­ა­ში, იტა­ლი­ურ-ამე­რი­კუ­ლი ქორ­წი­ლის დროს ია­ტა­კი ჩა­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 30 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ Telegraph-ი წერს.

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ევ­გე­ნიო ჯი­ან­მა ტე­ლეგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ფლო­რენ­ცი­ა­ში.

telemmglpict000362633006-17052443286560-trans-nvbqzqnjv4bqkk0s-m-kfm-d1ax5f2r2wk3ooxnrou1efp51t6s2qt8-1705753856.jpeg

რო­გორც ირ­კვე­ვა, შემ­თხვე­ვა ცეკ­ვის დროს მოხ­და. სტუმ­რე­ბი 13 ფუ­ტის სი­მაღ­ლი­დან ჩაც­ვივ­დნენ.

"სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა იყო, ეს იყო აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა, თით­ქოს ხალ­ხი უფსკრულ­მა შთან­თქა. მა­შინ მხო­ლოდ მტვე­რი და ნან­გრე­ვე­ბი იყო, ვე­რა­ფერს ვხე­და­ვით, ჩემს გვერ­დით იყო ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც გო­ნე­ბა და­კარ­გა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო" - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სტუ­მა­რი. გააგრძელეთ კითხვა