რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის - კვირის პალიტრა

რუსეთში საზღვაო სავაჭრო პორტის ტერმინალი იწვის

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია Novatek-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

„უსტ-ლუგას პორტში, კომპანია Novatek-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის.

მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია.

რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"