"ჩემს ქმარს არ უნდა რომ მონათლო, იმიტომ, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ბედნიერი და მდიდარი ნათლიაო" - რა ისტორიას იხსენებს მსახიობი ნინო ლეჟავა?
მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემა "სთორიში" იხსენებს ისტორიას, რომლის გამოც მას ბავშვის მონათვლაზე უარი უთხრეს:
"შევუწყვე ხელი, რომ ქორწინებით დაესრულებინა თავისი არეული სიტუაცია. მას ვუნდოდი ნათლიად. როცა ნათლობაზე მიდგა საქმე, მომიბრუნდა მითხრა:"ჩემს ქმარს არ უნდა რომ მონათლო, იმიტომ რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ბედნიერი და მდიდარი ნათლიაო". მე გავუღიმე, ვაიმე, შენ იყავი კარგად, არ იდარდო, არ არის პრობლემა, მთავარია, თქვენ იყოთ ტკიბალად და ამ საკითხის გამო ნუ მოგივათ კონფლიქტი. მის გასაგონად ვამბობ, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ვარ უბედნიერესი და უმდიდრესი იმიტომ, რომ მე მყავს გარშემო ისეთი მეგობრები, რომლებსაც ჯიბე ცარიელიც ვუყვარვარ და ჯიბე სავსეც" - იხსენებს ისტორიას ნინო ლეჟავა