"განდაგანა" პარიზის მოდის კვირეულზე - რა ხდებოდა მსოფლიოს მოდის დედაქალაქში
მოდის დედაქალაქი პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. ამ ეტაპზე ბრენდები 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, მამაკაცის ხაზის სამოსს წარადგენენ.
ქართველების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Kidsuper-ის შოუმ, სადაც ქართული მუსიკის რიტმი იყო გამოყენებული.ვიდეოს ცნობილი გამოცემა Women’s wear daily (WWD) "ინსტაგრამის“ გვერდზე აქვეყნებს, სადაც გამოცემას 1,8 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
ჩვენება ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, დახურა