"21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!.." - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას - კვირის პალიტრა

"21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!.." - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას

არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვართ მოწ­მე, რო­გორ აბუ­ლინ­გე­ბენ ცნო­ბილ სა­ხე­ებს რო­გორც ჭარ­ბი წო­ნის, ისე სი­გამ­ხდრის გამო. ამის მა­გა­ლი­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რია. სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი­სა თუ ვი­დე­ო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს, თუ იქ წარ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კი­ლოგ­რა­მე­ბი, ან სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის "მო­თხოვ­ნებს" არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ტრა­გე­დი­ებ­ზე, ან თუნ­დაც პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ხში­რად შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტი მათი სხე­უ­ლის ფორ­მა ხდე­ბა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად წო­ნა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ხდა­რია და ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ კმა­ყო­ფი­ლია თა­ვი­სი ფორ­მით და წო­ნით, ასე­თი მოს­წონს სა­კუ­თა­რი თავი. თუმ­ცა ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ამ თე­მა­ზე "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის“ კო­მენ­ტა­რებ­მა, რომ გა­და­წყვი­ტა მათ­თვის ეპა­სუ­ხა და "ტი­კტოკ­ზე" შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო