7,01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ყირგიზეთში - სახლებიდან გამოქცეული მოქალაქეები პიჟამებით თოვლში (ვიდეო)
7,01 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში.
როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, მიწისძვრის სიღრმე 10 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები იყო ყაზახეთშიც, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა.
მედიის ცნობით, მოქალაქეები სახლებიდან გაიქცნენ და ცივი ამინდის მიუხედავად, გარეთ შეიკრიბნენ, ზოგი სახლიდან პიჟამით გაიქცა, ზოგიც პლედით. იხილეთ ვიდეო