"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა - კვირის პალიტრა

"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექთან გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­ვი­და, მა­მა­კაც­მა ხელი სთხო­ვა. შემ­თხვე­ვა გუ­რი­ა­ში მოხ­და, ქალი ნინო მო­ის­წრა­ფეშ­ვი­ლია, კაცი ჰენ­რი ვა­და­ჭ­კო­რი­აა.

წყვი­ლი ოთხი წე­ლია, რაც ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. გუ­შინ კი ისი­ნი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო ამ­ბობს, რომ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან მსგავს სი­ურპრიზს არ ელო­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვა 13 იან­ვარს მოხ­და, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი აქამ­დე უჭირს...

ნინო მო­ის­წრა­ფეშ­ვი­ლი:

- პრო­ფე­სი­ით ექთა­ნი ვარ, 27 წლის. მა­ის­ში სამი წელი გახ­დე­ბა, რაც ლან­ჩხუთ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ. წარ­მო­შო­ბით ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი­დან ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე წელი ვსწავ­ლობ­დი, ცოტა ხანი ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც და შემ­დეგ ისევ ლან­ჩხუთ­ში დავ­ბრუნ­დი.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ჰენ­რის იც­ნობთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. „მედ ალ­ფა­ში“ ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად. ჰენ­რი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო.

- და რო­გორ მიხ­ვე­დით ეკ­ლე­სი­ა­ში ხე­ლის თხოვ­ნამ­დე?

- ეს ამ­ბა­ვი 13 იან­ვარს მოხ­და, უბ­რა­ლოდ, ვი­დეო გუ­შინ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. იმ დღე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე იყო, სო­ფელ ორაგ­ვი­დან, სა­დაც ეკ­ლე­სი­აა, ზარი შე­მო­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. ვი­ცო­დი, რომ ჰენ­რი იმ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და, მხო­ლოდ ეს ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვე­დით, ტა­ძარ­ში სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე დამ­ხვდა. უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ჰენ­რიც იქ იყო, თო­რემ იმის იქით, არაფ­რის მო­ლო­დი­ნი არ მქო­ნია.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­მა­ოს წნე­ვას ვუ­ზო­მავ­დი, თურ­მე ესეც დად­გმუ­ლი ყო­ფი­ლა და ცუ­დად არ ყო­ფი­ლა. იმ­დე­ნად შოკ­ში ვი­ყა­ვი, რომ მო­ვი­ხე­დე, ახ­ლაც ვერ აღ­ვიქ­ვამ ვე­რა­ფერს.

- ნინო, რა იცოდ­ნენ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბი­სას, რომ ეკი­პაჟს თქვენ მოყ­ვე­ბო­დით?

- ესეც და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლა. ყვე­ლას სცოდ­ნია, სას­წრა­ფო­ში მო­რი­გე­ებ­საც. არც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მსგავ­სი რამე შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ეს იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ ვერც კი გად­მოვ­ცემ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები და ვიდეო