„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა არის იმის გარანტია, რომ გეოპოლიტიკური პროექტები წარმატებით განხორციელდეს“
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს "შუა დერეფნის" პროექტი, რომლის მთავარი მონაწილეები საქართველო და აზერბაიჯანია. ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და ასევე იმაზე, თუ რას მოუტანს ეს პროექტი რეგიონს, ექსპერტ თენგიზ თხილავას ვესაუბრებით.
- შუა დერეფნის საკითხი ამჟამად ძალიან აქტუალურია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანას უნდა ამ დერეფნის გახსნა. ამ თვალსაზრისით ჩინეთი განსაკუთრებით აქტიურობს. ინფორმირებულები ვართ, რომ ჩინეთმა უკვე იყიდა ამ დერეფანში მდებარე არაერთი პორტი და რკინიგზის ხაზი. "შუა დერეფანი", თითქმის დავიწყებული, არაჩვეულებრივი პროექტი იყო. მისი ამოქმედება უკვე უძველესი, აბრეშუმის გზის მუშაობას ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ "შუა დერეფნის" მუშაობის დაწყებით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაერთიანდება. რა თქმა უნდა, ეს ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის. თუ ეს გზა ჩვენი რეგიონის გავლით გაგრძელდება, ეკონომიური მნიშვნელობის გარდა, სამუდამო მშვიდობაც უზრუნველყოფილი იქნება. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, როგორც მშვიდობის მომხრენი, ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებულები არიან. ვიმედოვნებ, აქ სომხეთიც ჩაერთვება. მათი ჩართულობით რეგიონი ფინანსურ სარგებელს მიიღებს და მშვიდობაც დამკვიდრდება.
- თქვენი აზრით, გაფორმდება თუ არა სამშვიდობი ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის? ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი იწელება?
- სომხეთის პოლიტიკა ყოველ დღე იცვლება. წლებია ამას ვაკვირდებით. მაგრამ ახლა კარგი ისაა, რომ ასეთ ვითარებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ნორმალურად აზროვნება დაიწყო და რეგიონში მშვიდობისთვის იმედისმომცემ ნაბიჭებს დგამს. ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან სომხეთი სტრატეგიულ პროექტებს შეურთდება და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამას ადეკვატურად უპასუხებს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება და რეგიონის სამივე ქვეყანა განვითარებისთვის იშრომებს. ამით საერთო ინტერესებს საფუძველიც ჩაეყრება.
- ე.ი. თქვენი აზრით, რაც ვერ მოხდა 30 წლის განმავლობაში, შესაძლოა, ეხლა მოხდეს?
- სომხეთმა ჯერ კიდევ იმ დროს დაუშვა შეცდომა ომის დაწყებით. ახლა ვფიქრობ, რომ თავისი შეცდომის გამოსწორება უნდა. მაგრამ ეს არ არის ადვილი პროცესი, რადგან სომხეთში რადიკალურად განწყობილი გარკვეული ჯგუფებია. თუ სომხეთს მშვიდობის უზრუნველყოფა უნდა, ამ ჯგუფის ლოიალიზაცია უნდა მოახდინოს, ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა არ შეიქმნას. უნდა გაიაზრონ, რომ სომხეთი ომის დამარცხებული მხარეა. აზერბაიჯანი არასოდ არ ყოფილა ომის მომხრე. ყველაფრის მიუხედავად, 2020 წლიდან აზერბაიჯანი კონსტრუქციული წინადადებებით გამოდის. მეორე მხარესაც ძალიან კარგად ესმის, რომ სჯობს მეგობრულად კარგად იცხოვრონ, ვიდრე მტრულად სიღარიბეში. უნდა გაიაზრონ, რომ მათი ოკუპაციის პოლიტიკა იქნება მათივე დასასრული. სწორედ ამის გამო, ვფიქრობ, სომხეთში გამოჩნდება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და სახელმწიფო სამართლიანობის გზაზე დაბრუნდება.
- "შუა დერეფნის" პროექტში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს და ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს...
- რა თქმა უნდა, რეგიონის განვითარებაზე საუბრისას აზერბაიჯანისა და საქართველოს როლი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩვენი ურთიერთობები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ჩვენი ურთიერთობები მეგობრობაზეა აგებული, მაგრამ ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობაც გვაკავშირებს, რაც ჩვენი ლიდერების შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანს. ჩვენი ურთიერთობების განვითარება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ "შუა დერეფნის" რეალიზაციით დაინტერესებული ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ესეც ჩვენი ქვეყნების მეგობრებას უფრო აძლიერებს.
- ალბათ, სწორედ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა არის იმის გარანტია, რომ გეოპოლიტიკური პროექტები წარმატებით განხორციელდეს...
- დიახ, ჩვენი ურთიერთობების ძალა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებით დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია მწვანე ენერგიის ექსპორტი ევროპაში. ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, რომ წლებია ჩვენი პოტენციალი სათანადოდ არ გამოუყენებიათ. ამჟამად ევროპის ქვეყნები ცდილობენ ჩვენთან ისტორიული კავშირები აღადგინონ. ამ მიმართულებით ყველაზე კომფორტული გზა კი 21-ე საუკუნის ენერგიად მიჩნეული მწვანე ენერგიაა. თუ აქამდე დასავლეთი ფიქრობდა, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყნები ვართ, ძალიან ცდებოდა. ჩვენ მათზე არა, მაგრამ ისინი ჩვენზე დამოკიდებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროპელებს ეს ძალიან კარგად ესმით. ამიტომაც, ჩვენთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობენ.
- როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში აზერბაიჯანის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ?
- რა თქმა უნდა, დღეს აზერბაიჯანის რეპუტაციის საფუძველს ილჰამ ალიევის წარმატებული პოლიტიკა ქმნის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. ბუნებრივია, ილჰამ ალიევის ღვაწლი შეუდარებელია თავისი ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, ასეთი პრეზიდენტი ყველა ქვეყანას არ ჰყავს. აზერბაიჯანელ ხალხს მართლა ბედი და უზარმაზარი შანსი აქვს ამ კუთხით.