"ზურა უკვე გერმანიაშია..."- რა არის ცნობილი მსახიობის მდგომარეობის შესახებ?
მალე ერთი თვე გახდება, რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. მოგვიანებით ქალბატონმა მანანამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
"ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე "დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია", - ამბობდა ინტერვიუში მანანა ბერიკაშვილი. ქართველი ექიმები პაციენტს ყურადღებას არ აკლებდნენ, თუმცა მსახიობის გადაყვანა უცხოეთში მაინც აუცილებელი გახდა.
ის უკვე ერთი კვირაა, რაც გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობას.
ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ზურა ბერიკაშვილის სიძემ, ნიკო ნანიტაშვილმა განუცხადა. იხილეთ სრულად