"მევახშე ძირითადად მუშაობს არა თავისი ფულით, არამედ, კრიმინალური ფულით და ორი ამოცანა აქვს" - გია ხუხაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

"მევახშე ძირითადად მუშაობს არა თავისი ფულით, არამედ, კრიმინალური ფულით და ორი ამოცანა აქვს" - გია ხუხაშვილის ანალიზი

„ძირითად, მევახშეები არიან წინა ფლანგზე გამოსული ძალიან ძლიერი კრიმინალები. გინდ ხელისუფლებაში იყოს კრიმინალია, როდესაც შავ ფულს ათეთრებს“,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ოჯა­ხი ხმა­უ­რი­სა და პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გა­მო­ა­სახ­ლეს. პო­ლი­ცია სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად შე­ვი­და. მო­სახ­ლე­ო­ბა მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და და კე­კე­ლი­ძის N1-ში მცხოვ­რებ­ლე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

„უმწვავესი სოციალური პრობლემაა, როგორია, ადამიანს რომ გამოასახლებენ გინდ ზამთარი იყოს და გინდ ზაფხული, წარმოუდგენელია. მე მაინც გავყოფდი საბანკო თემას და მევახშის თემას ერთმანეთისგან და, რატომ - ვინ არის მევახშე? მევახშე ძირითად შემთხვევაში მუშაობს არა თავის ფულით, არამედ, კრიმინალური ფულით და ორი ამოცანა აქვს, იმ ჯგუფებს (და ეს არის კორუფციული ჯგუფები, მათ შორის, შეიძლება პოლიციაშიც შიგნით და ამიტომ არიან ასეთი აქტიურები), რომლებსაც აქვთ შავი შემოსავალი, აგრეთვე არიან კრიმინალური ჯგუფები, ნარკობიზნესი, და ა.შ. გარდა იმისა, რომ ბრუნვაში უნდა გაუშვან, სჭირდება ლეგალიზაცია ანუ გათეთრება. ანუ, ორი ამოცანა აქვთ, განა ის მხოლოდ, რომ მაღალი შემოსავალი მიიღონ, არამედ ამოცანაა, რომ ფული გაათეთრონ.

განაგრძე კითხვა