აფხაზი მოდელი პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე - ულამაზესმა ადიცამ Giambattista Valli-ს კოლექცია წარადგინა (ფოტო/ვიდეო)
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მცხოვრებ მოდელ, ადიცა ბერძენიას შესახებ.
გოგონამ საერთაშორისო არენაზე მიაღწია წარმატებას და ხშირად გამოდის მოდის კვირეულებზე, ცნობილი ბრენდების კოლექციების ჩვენებისას.
გამონაკლისი არც პარიზში ამჟამად მიმდინარე მოდის კვირეულია. ადიცამ giambattista valli ს Haute Couture კოლექცია წარადგინა.
ადიცამ სამოდელო კარიერა წლების წინ დაიწყო, როცა "მის აფხაზეთის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მისი მონაცემებით რუსეთში დაინტერესდნენ. 2021 წელს მისი ფოტო რუსული Elle-ს გარეკანზე დაბეჭდეს. ჟურნალისთვის გადაღებები გაგრაში იყო.
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
წაიკითხეთ სტატია - ვინ არის 22 წლის მოდელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელმაც საერთაშორისო წარმატებას მიაღწია