რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"? - კვირის პალიტრა

რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი - ქართველი ბიზნესმენის ცოლია - ვინ არის "ირაკლი კახელი"?

ერთი თვის წინ, მსოფ­ლიო ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, 61 წლის ტომ კრუ­ზის ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. წყვი­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე მო­ექ­ცა. ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ზე ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა.

36 წლის ელ­სი­ნა ყო­ფი­ლი მო­დე­ლია რუ­სე­თი­დან, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ქალი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე. ელ­სი­ნა თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ორ­თან ერ­თად ფლობ­და არა­ერთ სა­სახ­ლეს ინ­გლის­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად გა­ი­ყა­რა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის და­ვამ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ელ­სი­ნას მამა რი­ნატ ხა­ი­რო­ვი რუსი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში 2021 წელს დას­რულ­და.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე ზრდას­რუ­ლია. მისი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნია და ჰყავს ორი შვი­ლი. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ვეს­ტმინ­სტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, - ამ­ბობ­და მამა ქა­ლიშ­ვილ­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რი­ნატ ხა­ი­როვს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ალი­ნა ხა­ი­რო­ვა ჰყავს, რო­მე­ლიც ქარ­თველ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამა­ზე ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

რი­ნატ ხა­ი­რო­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. 2011-2020 წლე­ბის შე­მო­სავ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო პო­ლი­ტი­კო­სის ცოლი, მისი შე­მო­სა­ვა­ლი კი წე­ლი­წად­ში 7 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის დი­ა­პა­ზონ­ში მერ­ყე­ობ­და.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ხა­ი­როვს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - ელ­სი­ნა და ალი­ნა. ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, რაც რუ­სუ­ლი და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და ყო­ფი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ქმრის გამო.

2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სა­რე­ი­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლის ფოტო, რო­მე­ლიც რუსი პო­ლი­ტი­კო­სის ქა­ლიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა, სტა­ტი­ა­ში ლა­პა­რა­კი იყო თან­ხის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. ქალ­მა ასე­ვე შე­ი­ძი­ნა ბინა ლონ­დონ­ში, ტრან­ზაქ­ცი­ის მთლი­ა­ნი თან­ხა იყო 32 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი. რი­ნატ ხა­ი­როვ­მა თქვა, რომ მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ ხარ­ჯებ­თან და ისა­უბ­რა ელ­სი­ნას ქმრის, ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კო­ვი შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და რუ­სეთ­შიც.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები