ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა ბათუმში - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა ბათუმში

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა. შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

IPN