რა წერია ყველაზე ძველ ქართულ-ევროპულ ტექსტში?
ლათინური ანბანით ჩაწერილი ყველაზე ძველი ქართული ტექსტი ეკუთვნის 1761 წელს, უნიკალური, შერეული ტექსტია, ძველფრანგულ-ძველქართული.
საფრანგეთში შედგენილი მსოფლიო ისტორიის რედაქტორებმა ქართველი ინფორმატორებისგან მიიღეს ინფორმაცია (ქართულ ენაზე) საქართველოს მეფეთა გენეალოგიის შესახებ.
ესაა ერთ-ერთი ადრეული შემთხვევა ქართული ტექსტის ლათინური ანბანით ჩაწერისა.
Mepe pirveli kartlisa Parf(=s)man... kali saormagisa... Mepe mirvan kmari...
მეფე პირველი ქართლისა ფარსმან... ქალი საურმაგისა... მეფე მირვან, ქმარი (საურმაგის ქალისა).
ტექსტი შერეულია, ფრანგულ-ძველქართულია, მაგალითად: Aderki desfendant de (შთამომავალი, ფრანგულად) Koudjis Dfiftouli kartam, kali bartomisa - ქუჯის დისწული კართამ(ისა), ქალი ბარტომისა. Ce dernier etoit fils du roi Bartom (ეს უკანასკნელი იყო ძე მეფე ბარტომისა).
ქართულ ტექსტში პირველი მეფის სახელად, ალბათ, ფარნავაზი ეწერა, რომელიც ევროპელმა რედაქტორებმა მათთვის უფრო კარგად ცნობილ ფარსმანად მიიჩნიეს.
სახელების - ფარნავაზის და ფარსმანის აღრევა ქართულ ტექსტებშიც ხდებოდა, ზოგჯერ, და ეს არაა გასაკვირი.