"ჩხუბი კაფეში დაიწყო... მკვლელობაში სამი ახალგაზრდა მონაწილეობდა" - ორბელიანის მოედანზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები
თბილისში დღეს მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ნიკიტა აგიევია. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც სანდო წყარო AMBEBI.GE-ს უყვება, ნიკიტა აგიევსა და სამ ახალგაზრდას შორის სისხლიან დაპირისპირებას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც იქვე, კაფეში დაიწყო.ახალგაზრდებმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლეს. ნიკიტა აგიევზე თავდასხმასა და მკვლელობაში სამივე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში. იხილეთ სრულად