"წონის გამო მლანძღეს... ისედაც სულ ვშიმშილობ, სანამ თავბრუ არ დამეხვევა, იქამდე არ ვჭამ" - რას ამბობს ინდირა ჯგერნაია მარტოხელა დედობაზე, კარიერაზე და ბულინგზე?
რამდენიმე დღის წინ, ინდირა ჯგერნაიას მიერ ნამღერმა იტალიურმა სიმღერამ Ancora, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიდეო მისგან დამოუკიდებლად, მეგობრის მიერ გავრცელდა და მის შესრულებას აღარ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა ამით ვინმეს აწყენინოს
მარტოხელა დედა წლებია რაც 7 წლის ანდრიას ზრდის. ამბობს, რომ არ გასჭირვებია, რადგან დედა ძალიან ეხმარება. ძირითადად კორპორატიულ საღამოებზე იწვევენ. მუშაობს ბევრს და აღარ ფიქრობს პირადი ცხოვრების მოწყობაზე, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილია და მის გამო, შესაძლოა ბევრ რამეზეც თქვას უარი, მათ შორის სიყვარულზეც...
- ინდირა, სად ხართ ახლა, როგორ მიდის ვითარდება თქვენი მუსიკალური კარიერა?
- ბოლო წლებია ძირითადად გზაში ვარ, თბილისსა და ქუთაისს შორის. არა უშავს, მთავარია საქმეს ვაკეთებ და ტყუილად არ დავდივარ და ამ საქმეს კარგად ვუძღვები. მუდმივად ქუთაისში ვცხოვრობ, თბილისში ცხოვრებას არც განვიხილავდი, დედაქალაქში შვილს ვერ გავზრდიდი, რადგან ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ნახევარი ცხოვრების გატარება საცობში მომიწევდა. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარება, ვამბობ, ხოლმე, ის რომ არ მყავდეს, არაფერი ქალი არ ვიქნებოდი-მეთქი.
ანდრია ახლა 7 წლის არის. ძალიან მოსწონს მომღერალი დედა, მაგრამ არა დატვირთული, ხანდახან ამის გამო პროტესტიც აქვს. ჯერჯერობით კარიერას და ბავშვთან ყოფნას, შემდეგ ვნახოთ. ანდრიას მუსიკალური ნიჭი აქვს, სმენაც, ხმაც, მაგრამ მე მგავს, ჯიუტია, ამიტომ არ ვაძალებ, რომ მაინც და მაინც იმღეროს. მჯერა, რომ ერთხელაც ამოხეთქავს ეს ნიჭი. იხილეთ სრულად