ბრი­ტა­ნუ­ლი BBC ქარ­თვე­ლი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის, ემის და ანოს შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი­დან გა­აშ­ვი­ლეს, ერ­თმა­ნე­თი კი "ტი­კტო­კის" ვი­დე­ოს წყა­ლო­ბით იპო­ვეს - კვირის პალიტრა

ბრი­ტა­ნუ­ლი BBC ქარ­თვე­ლი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის, ემის და ანოს შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი­დან გა­აშ­ვი­ლეს, ერ­თმა­ნე­თი კი "ტი­კტო­კის" ვი­დე­ოს წყა­ლო­ბით იპო­ვეს

ბრი­ტა­ნუ­ლი BBC ქარ­თვე­ლი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის, ემის და ანოს შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ, სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი­დან გა­აშ­ვი­ლეს, ერ­თმა­ნე­თი კი "ტი­კტო­კის" ვი­დე­ოს წყა­ლო­ბით იპო­ვეს. გო­გო­ნე­ბის ამ­ბა­ვი ამა­ღელ­ვე­ბე­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე წა­კი­თხვა.

ვნა­ხოთ, რას წერს BBC:

"ემი და ანო ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დე­დას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე წა­არ­თვეს და სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში გა­ყი­დეს. წლე­ბის შემ­დეგ, მათ ერ­თმა­ნე­თი შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. უნდა უმად­ლოდ­ნენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "ნი­ჭი­ერს და tiktok-ის ვი­დე­ოს. წარ­სულ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბით მიხ­ვდნენ, რომ ისი­ნი იმ ათა­სო­ბით ახალ­შო­ბილს შო­რის იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან მო­ი­პა­რეს და გა­ყი­დეს.

გო­გო­ნე­ბი ახლა ლა­იფ­ციგ­ში არი­ან. ფაზ­ლის ბოლო ნა­წი­ლის სა­პოვ­ნე­ლად. ორი­ვე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს. ეს გრძე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სას­რუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში თავ­სა­ტე­ხის და­კარ­გუ­ლი ნა­წი­ლის პოვ­ნის იმე­დით გა­ემ­გზავრნენ. ისი­ნი სა­ბო­ლო­ოდ შეხ­ვდე­ბი­ან ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას.

გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ აღედ­გი­ნათ სრუ­ლი სუ­რა­თი იმი­სა, თუ რა მოხ­და. რო­დე­საც სი­მარ­თლე გა­ი­გეს, მიხ­ვდნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ბავ­შვს იპა­რავ­დნენ და ყიდ­დნენ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი­დან ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა, ამ ამ­ბე­ბის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ჯერ არა­ვინ მი­უ­ცი­ათ.

12 წლის იყ­ვნენ, როცა ემიმ ანო აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ემი ხვი­ტია ნათ­ლი­ას­თან იყო, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და საყ­ვა­რელ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მას "ნი­ჭი­ერს“ უყუ­რებ­და. შო­უ­ში გა­მო­ვი­და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც "ჯა­ივს" ცეკ­ვავ­და და რო­მე­ლიც ემის იდენ­ტუ­რი იყო.

"ყვე­ლა ურე­კავ­და დე­და­ჩემს და ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ ცეკ­ვავს ემი სხვა სა­ხე­ლით?“, - ამ­ბობს გო­გო­ნა. ემიმ ოჯახ­ში ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი სცა­და, თუმ­ცა სა­უ­ბარს თავი აა­რი­დეს. “დე­დამ მი­თხრა, - ყვე­ლას ჰყავს ორე­უ­ლი“ - იხ­სე­ნებს ემი.

ამ ამ­ბი­დან 7 წლის შემ­დეგ, 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ემიმ Tiktok-ზე თა­ვი­სი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ცის­ფე­რი თმა ჰქონ­და და პირ­სი­გინს გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და.ორა­სი მი­ლის მო­შო­რე­ბით მცხოვ­რებ 19 წლის ახალ­გაზ­რდას, ანო სარ­თა­ნი­ას ეს ვი­დეო მე­გო­ბარ­მა გა­უგ­ზავ­ნა. ანომ თქვა, მა­გა­რია, მე მგავს. ანო ცდი­ლობ­და ეპო­ვა პირ­სინ­გი­ა­ნი გო­გო­ნა, მაგ­რამ ვერ იპო­ვა, ამი­ტომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის WhatsApp-ის ჯგუფ­ში ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. ვი­ღა­ცამ, ვინც ემის იც­ნობ­და, ნახა ვი­დეო და გო­გო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან "ფე­ის­ბუ­ქით" და­ა­კავ­ში­რა.

ემი მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ანო ის გოგო იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ "ნი­ჭი­ერ­ში“ ნახა.

" - იმ­დე­ნი ხანი გე­ძებ­დი“, - მის­წე­რა ემიმ.

წაიკითხეთ სრულად