"80 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში საოცარი სანახაობა მომიწყვეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე და მზადება თბილისური საიუბილეო საღამოსთვის (ფოტოები)
2024 წლის 1 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში მსახიობ ხათუნა იოსელიანის საიუბილეო საღამო გაიმართება - "ხათუნა იოსელიანი - 80"... ღონისძიებაზე შედგება ზურაბ ქათამაძის ფილმის "YEARS OF EXCELLENCE..." ჩვენებაც...
ვიდრე აღიარებული მსახიობი სამშობლოს ეწვევა, ნიუ-იორკიდან თავის დღევანდელობასა და დაგეგმილ საღამოზე გვესაუბრა...
ხათუნა იოსელიანი:
- მოგესალმებით დიდი სიყვარულით და მადლიერების შეგრძნებით, არასდროს გავიწყდებით, ყოველთვის გახსოვართ და აშუქებთ ჩემთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს, დიდი მადლობა!
9 იანვარს, ნიუ-იორკში 80 წლის იუბილე აღნიშნეს ჩემმა საყვარელმა და მეორე ოჯახად ქცეულმა კულტურის ცენტრმა - "dabcing crane".. ქალბატონმა ლია სირელსონმა და ბატონმა ვიქტორ სირელაინმა, მაჩუქეს ეს დაუვიწყარი საღამო, მთელი დასი, მეგობრები, ჩემი საყვარელი ემიგრანტები დაპატიჟეს და საოცარი სანახაობა მოაწყვეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ მივიწყებს ჩემი ქართველი მაყურებელი თუ მკითხველი... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები