ეს სიგელი ქართველთა დიდ გამარჯვებას ასახავს. დიდი სულთნის, ბეიბარსის ბრძანება ქართველებთან დაკავშირებით იერუსალემის ამირა ჰუსამ ალ ადინს, 1266-წელი. ,,სახელითა ალაჰისა, მოწყალისა... ესაა ბრძანება წინამძღოლისა, დიდებულისა, მეფეთა მშვენებისა, სულთანთა ბურჯისა, სარწმუნოების ზღუდისა... განსაახლებლად სიგელისა კეთილშობილ აბატ ლუკასი, წმინდა ჯვრის მონასტრის (dayr al Muşallaba) წინამძღოლისა. მის ბერებთან და საერთოდ, ქართველებთან დაკავშირებულ ყველა მონასტერს, იერუსალიმში თუ იერუსალიმის გარეთ, მათ მსახურებსაც კი... ყველას, ისე, რომ ერთიც არ დარჩეს, კეთილად მოექცნენ. მათი საცხოვრებლები დაცულ იქნეს ზიანისა და შიშისაგან. მოექცნენ თავაზიანად, ისე, რომ ზემოდან ამის შემოწმება კიდევ არ იყოს საჭირო. დიდება ალაჰს და კურთხევა მისი მუჰამადზე". სულთნის ეს უზომო წყალობა იმით აიხსნება, რომ ქართველები, როგორც ამ ხანის მუსლიმი ავტორები გადმოგვცემენ: ,,ყველაზე ძლევამოსილი ხალხია და ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა" (ალ ნოვაირი).