"სიზმარში მარიტამ უთხრა დედას, რომ ის ორსულად იყო" - მამა შალვა კეკელია სასიხარულო ამბავს ჰყვება - კვირის პალიტრა

"სიზმარში მარიტამ უთხრა დედას, რომ ის ორსულად იყო" - მამა შალვა კეკელია სასიხარულო ამბავს ჰყვება

ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის დედას, ანა შოშიაშვილს, შვილი შეეძინა.

პატარა ტატას ერთ-ერთი ნათლია მამა შალვა კეკელიაა. ქადაგებისას მან მარიტასა და მისი დედის სიზმრის შესახებ ისაუბრა.

„მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა ნახა სიზმარი, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ის ორსულად იყო“, – ამბობს ის.