ფრთხილად! რუსული კარტოფილი! - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური - კვირის პალიტრა

ფრთხილად! რუსული კარტოფილი! - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტი არ შემოუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"