როგორ გამოიყურება პუტინის საიდუმლო რეზიდენცია კარელიაში, რომელსაც „პანცირ-S1“ იცავს - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება პუტინის საიდუმლო რეზიდენცია კარელიაში, რომელსაც „პანცირ-S1“ იცავს

პუტინის „ჩრდილოეთის“ საიდუმლო რეზიდენცია კარელიაში კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელიც მეტ დაცულ ტერიტორიას და ჩანჩქერსაც კი მოიცავს. ინფორმაციას საგამოძიებო მედიაცენტრი, „დოსიე“ ავრცელებს.

puttt-1706616010-1706618228.jpg

რეზიდენციის ახალი ფოტოებისა და ვიდეოების მიღების შემდეგ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მარიალახტის ყურის სანაპიროზე პუტინი ფლობს თანამედროვე დიზაინის სამ სახლს, ვერტმფრენის ორ მოედანს, იახტებისთვის რამდენიმე პირსს, კალმახსაშენსა და საქონლის ხორცის წარმოებისთვის ძროხების ფერმას.

putini3-1706616004-1706618228.jpg

ერთ-ერთ სახლთან ჟურნალისტებმა ნაყარი აღმოაჩინეს, რომელიც, მათი ვერსიით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა და მასზე პუტინის დასაცავად საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, „პანცირ-S1“ დამონტაჟდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები