"საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას კავკასიის რეგიონის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - კვირის პალიტრა

"საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას კავკასიის რეგიონის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს"

საქართველო და აზერბაიჯანი ის ქვეყნებია, რომელთა პოზიციას კავკასიის რეგიონის განვითარებისთვის და აქ მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ ორივე ქვეყანა დგამს შესაბამის ნაბიჯებს და იგივე თბილისში სახელმწიფოს მეთაურებისა თუ პრემიერ-მინისტრების დონეზე არაერთი შეხვედრა გამართულა. ასევე, სტაბილურობა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საერთო პროექტების განხორციელების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრებით ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

- უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობა და საერთო გეოეკონომიკური პროექტები რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამ კუთხით 3+3 ფორმატი იქნება, ეს გეოპოლიტიკურზე მეტად, გეოეკონომიკური მიმართულებით არაჩვეულებრივი შედეგის მომტანი იქნება. აქ, რა თქმა უნდა, გეოეკონომიკური პროექტები განხორციელდება - მაგალითად, ბაქო-თბილისი- ყარსი და სხვები კასპიის ზღვის საშუალებით ტრანსპორტირების მნიშვნელობას გაზრდიან. ეს, თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიის როლს გაზრდის. რეგიონი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთ აკავშირებს, სატრანსპორტო სისტემის მუშაობით უფრო დიდ ცენტრად გადაიქცევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ილჰამ ალიევის ძალისხმევით ხორციელდება. ვფიქრობ, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პროექტებს მხარს უჭერს. ეს კი მშვიდობისა და რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია.

- თუმცა, არაერთხელ აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რომ არ გაფორმდეს ხელშეკრულებები, რომლების რეგიონში სტაბილურობას დაამყარებენ...

- ბუნებრივია, ზოგი ქვეყანა რეგიონში ურთიერთობების ჩაშლას ცდილობს, ზოგი კი მშვიდობის მომხრეა. საქართველო მშვიდობის მომხრე ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა. სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის თავისი ტერიტორიის შემოთავაზებაც ამის ნათელი მაგალითია. საქართველო ყოველთვის ცდილობდა, რომ მხარეები შერიგებულიყვნენ და ამას ბოლომდე გააგრძელებს. მჯერა, რომ ბოლოს აზერბაიჯანი და სომხეთი სწორედ თბილისში მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას. ახლა საქართველოშიც რთული პერიოდია. ახლოვდება არჩევნები. ოფიციალური თბილისზე სხვა ქვეყნების ზეწოლაა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო ყველაფერს გააკეთებს ორივე ქვეყნისთვის. ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითი იქნება იმისა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება და შესაძლებელია მშვიდად ცხოვრება.

- თქვენ არჩევნებზე ისაუბრეთ..ალბათ, იცით, რომ 7 თებერვალს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებია...

- რაც შეეხება აზერბაიჯანში დაგეგმილ არჩევნებს, შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ქვეყანაში ილჰამ ალიევის ალტერნატივა არ არსებობს. ილჰამ ალიევმა, როგორც ჭკვიანმა პოლიტიკოსმა, 30-წლიანი პრობლემა მოაგვარა. ორ ხალხს შორის 30 წლის განმავლობაში არსებული კონფლიქტი შეწყვიტა. ის ყოველთვის ცდილობდა განეხორციელებინა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და დაემკვიდრებინა მშვიდობა. გვჯერა, რომ მხოლოდ ილჰამ ალიევს შეუძლია აზერბაიჯანის გაძლიერება საერთაშორისო დონეზე - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებიც ამას ადასტურებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ილჰამ ალიევის ხელისუფლების პერიოდში საქართველო -ზერბაიჯანის ურთიერთობებიც გაძლიერდა, ინტენსიური ხასიათი მიიღო. დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.