ილონ მასკის განცხადებით, ადამიანის თავში ნეიროჩიპი წარმატებით ჩანერგეს
კომპანია Neuralink-მა ადამიანის თავის ტვინში უსადენო, ნეიროჩიპი წარმატებით ჩანერგა - ამის შესახებ ინფორმაციას ილონ მასკი აქვეყნებს. მისივე თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
ილონ მასკის კომპანიას ჩიპის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა გასული წლის მაისში მისცეს.
ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი ადამიანის თავის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირება და ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა. გააგრძელეთ კითხვა