22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია - კვირის პალიტრა

22 წლის ქალი 2 წელი შვილთან ერთად ციციშვილის კლინიკაში ცხოვრობდა - 30 კვირაზე დაბადებული დემეტრეს გადარჩენისა და ყოველდღიური ბრძოლის ისტორია

დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში ახალ­გაზ­რდა დე­დის, მაკა შა­ვა­ძის ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით. მაკა 22 წლის სტუ­დენ­ტია და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი შვილს, პა­ტა­რა დე­მეტ­რეს უვ­ლის, რო­მელ­საც 1 თვის ასაკ­ში ნაწ­ლა­ვე­ბის ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის არმ­ქო­ნე ბავ­შვის­თვის ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. დე­მეტ­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2 წლის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

ამ პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე მა­კამ Ambebi.ge-სთან ისა­უბ­რა და მკი­თხველს თა­ვი­სი "პი­რა­დი სას­წა­უ­ლი" გა­უ­ზი­ა­რა:

- ფეხ­მძი­მო­ბა უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექოს­კო­პი­ის დროს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა - საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შვი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ად­რევ მშო­ბი­ა­რო­ბას - გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი ნი­შა­ნი არ მქო­ნია. ერ­თა­დერ­თი, რაც უნდა გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, და ალ­ბათ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე არის ის, რომ ჩემი მე­უღ­ლეც და მისი დაც ნა­ად­რე­ვად არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი (8 თვე) - შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ვე­ლო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი, რომ ამან ჩემს სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. მა­ინც ვცდი­ლობ­დი, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც არ მო­მეკ­ლო დრო და სწავ­ლა და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. ამ­ჟა­მად მე-4 კურ­სზე ვარ.

ბავ­შვი ერთი თვის იყო, როცა ნაწ­ლა­ვის კედ­ლის ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. ნაწ­ლა­ვე­ბის ინ­ფექ­ცია ყვე­ლა­ზე ხში­რია დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­ში. გარ­და ამი­სა, ფილ­ტვი ბო­ლომ­დე არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო გახ­და აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბა. ინ­ფექ­ცი­ამ ნაწ­ლა­ვის შე­შუ­პე­ბა, შემ­დეგ კი შე­წე­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია - მოხ­და გა­უ­ვა­ლო­ბა. ამის გამო ოპე­რა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

ამ მხრივ ექიმ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. დე­მეტ­რეს ექი­მი თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. ოპე­რა­ცია ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­ვუ­ტა­რეთ. ექი­მებს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა დახ­ვდათ - ნაწ­ლა­ვი შე­წე­ბე­ბუ­ლი იყო არა ერთ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ ად­გილ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო. მა­შინ მი­თხრეს, რომ გა­დარ­ჩე­ნის შან­სე­ბი 50/50-ზე იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, გო­ნე­ბა წა­მერ­თვა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­მოდ­გა.

7 თვემ­დე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო. მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მხო­ლოდ ერთი სა­ა­თი მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე წო­ნის პრობ­ლე­მაც ჰქონ­და - ვერ იმა­ტებ­და, კო­ვი­დიც გა­და­ი­ტა­ნა. ჯამ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი წელი გა­ვა­ტა­რეთ.

- შენ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა დე­დის­თვის, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამან შენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

- ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. ვი­ცო­დი, დად­გე­ბო­და ის დღე, როცა დე­მეტ­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვიყ­ვან­დი და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით. არას­დროს შემ­ში­ნე­ბია იმის, რომ რამე მო­უ­ვი­დო­და - ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­ნა­ხავს, ვი­საც ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ვერ გა­უძ­ლია, მუ­დამ სტრეს­ში ყო­ფი­ლან... იყო შემ­თხვე­ვე­ბი, ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ...

რო­დე­საც დე­მეტ­რე მი­ყუ­რებ­და, მე­გო­ნა, რომ მე­სა­უბ­რე­ბო­და, მისი თვა­ლე­ბის ყო­ველ­თვის მეს­მო­და - ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ თუ ეს ბავ­შვი თვა­ლე­ბით ასე მკა­ფი­ოდ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად იქ­ნე­ბო­და. და ესეც მოხ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­მეტ­რე პა­ლი­ა­ტი­ურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­ლი­ა­ტი­ურ­ში უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ეს მო­მენ­ტიც მალე გა­დავ­ლა­ხეთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო ექთა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გვერ­დით მედ­გა - ნინო ქა­ჩლიშ­ვი­ლი - იგი დე­მეტ­რეს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. ასე­ვე, ექი­მი ნე­ლი­კო ში­ოშ­ვი­ლი, რომ­ლის ღვაწ­ლიც ძა­ლი­ან დი­დია.

ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მოა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ამ ბავ­შვე­ბის მი­მართ. რო­დე­საც ჩემი სახ­ლში წას­ვლის დრო დგე­ბო­და, ვი­ცო­დი, რომ შვილს მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში ვტო­ვებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, იმ ეტაპ­ზე მი­ვე­დით, რომ დე­მეტ­რეს აპა­რა­ტი აღარ სჭირ­დე­ბო­და.

- სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენ­ზე გად­მო­ვი­და. ეს პრო­ცე­სი გა­გი­ჭირ­და?

- ორი წელი ვიბ­რძო­დი იმის­თვის, რომ დე­მეტ­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ­დი, ექი­მებს კი­თხვე­ბით "ვა­წუ­ხებ­დი". როცა ბავ­შვის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის დრო მო­ვი­და, შე­მე­შინ­და. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... მე­გო­ნა, კარ­გად ვერ მივ­ხე­დავ­დი. პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე, მათ შო­რის, ზონ­დის ჩას­მაც. სა­ბო­ლო­ოდ, დე­მეტ­რე 30 ივ­ნისს გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

ექი­მის დახ­მა­რე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჰოს­პი­სი „ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“, სა­დაც ბავ­შვებს და მშობ­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან - სახ­ლშიც მი­დი­ან. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჰოს­პი­სი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით ფი­ნანსდე­ბა და სრუ­ლი­ად უფა­სოა.

- მაკა, სა­ინ­ტე­რე­სოა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში: თუ იღებთ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, ოპე­რა­ცია თუ და­ფი­ნანსდა?

- სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ სა­ნა­ცი­ის აპა­რა­ტი და­მი­ფი­ნან­სა ერთჯე­რა­დად. ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­ნა­ხავს, ვი­საც არა­ფერს უფი­ნან­სე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ფი­ნან­სუ­რად ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვი მქონ­და - დე­მეტ­რეს აქვს შშმ-ის სტა­ტუ­სი და თა­ვი­სი პენ­სია, რაც ამ ეტაპ­ზე 390 ლარს შე­ად­გენს. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ თვე­ში ეს თან­ხა არა­ფერს ნიშ­ნავს. ვიცი, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. შშმ ბავ­შვებს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ, რომ მათ მშობ­ლებს ზედ­მე­ტი საზ­რუ­ნა­ვი არ ექ­მნე­ბათ. იხილეთ სრულად