"მგონი ძალიან მეტყობა, რომ ბევრი ვიტირე... ჩემი და "ფორმულას" თანამშრომლობა დასრულდა" - რას ამბობს თათია შარანგია მისი გადაცემის დახურვის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"მგონი ძალიან მეტყობა, რომ ბევრი ვიტირე... ჩემი და "ფორმულას" თანამშრომლობა დასრულდა" - რას ამბობს თათია შარანგია მისი გადაცემის დახურვის შემდეგ?

ფორ­მუ­ლა­ზე გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი იხუ­რე­ბა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზე "ნიკა არა­ბი­ძის შოუ“ და­ი­ხუ­რა, გუ­შინ კი ია ფა­რუ­ლა­ვამ და თა­თია შა­რან­გი­ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბელს უთხრეს რომ მათი გა­და­ცე­მე­ბიც აღარ გავა ეთერ­ში.

იამ სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თა­თი­ამ კი ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ნამ­ტი­რა­ლე­ვია და თვა­ლე­ბი შე­სი­ე­ბუ­ლი აქვს.

თა­თია შა­რან­გია:

- მე მგო­ნი ძა­ლი­ან მე­ტყო­ბა რომ და­სი­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი მაქვს, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვიცი ეს ჩემი ნაკ­ლია თუ და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა.

არ მე­გო­ნა, რომ ამა­ზე მო­მი­წევ­და თქვენ­თან სა­უ­ბა­რი. ჩემი და "ფორ­მუ­ლას" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დას­რულ­და. „სთო­რი“ აღარ გავა ფორ­მუ­ლას ეთერ­ში. ჩემ­თვის ეს ერთი დიდი ეპო­ქის და­სას­რუ­ლია, იმი­ტომ რომ ფორ­მუ­ლა არის ჩემ­თვის ოჯა­ხი, სა­დაც სთო­რიმ ფეხი აიდ­გა, "სთო­რი" შე­იყ­ვა­რეს, მი­ი­ღეს. ჩვენც ბევ­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ფორ­მუ­ლა ყო­ფი­ლი­ყო მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე.

ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თეთ. ახლა, დღეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ მე ვარ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, დღეს ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ტი­რებ, ხვალ გა­ვიღ­ვი­ძებ ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით და­მივ­ხვდე­ბი თუ სად არის ჩემი ად­გი­ლი. "სთო­რი" აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­სალ­მე­ბათ სხვა პლატ­ფორ­მი­დან. წყარო

წაიკითხეთ ასევე: "ფორმულაზე" ია ფარულავას გადაცემა იხურება - რას წერს ფარულავა სოციალურ ქსელში?