"გიჟმა სააკაშვილმა 2010 წელს დამაკავა, როცა თბილისში ჩავედი... ის მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს... უნდოდათ, ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო" - გიორგი დემეტრაძე ციხეში გატარებულ წლებზე
გიორგი დემეტრაძე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია. ვარდების ხელისუფლების დროს დააპატიმრეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორწელიწადნახევარი გაატარა. ციხიდან ახალი ხელისუფლების პერიოდში, ამინისტიით, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა.
რუსული მედია, championat.com ფეხბურთელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გიორგი დემეტრაძეს პოსტსაბჭოთა ტერიტორიის სტანდარტებით უნიკალურ ფეხბურთელად საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირად მოიხსენიებენ. კარიერის დასრულების შემდეგ, ამ კლასის ოსტატები ჩვეულებრივ გადადიან სამწვრთნელო სკამზე.
"დემიც დაჯდა - ოღონდ სტადიონზე არა, ციხეში" - წერს გამოცემა. გთავაზობთ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო მონაკვეთებს, გიორგი დემეტრაძის ვრცელ ინტერვიუდან
სააკაშვილი, ციხე, ამნისტია
- კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობაზე ან აგენტობაზე თუ გიფიქრიათ?
- არა, არა, არა, მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს. ეს ძალიან რთული საკითხია - ჩემი საქმე არ არის.
- თამაში რომ დაასრულეთ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?
- 2010 წელს თბილისში რომ ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და სხვაგან მეთამაშა, მაგრამ ამ გიჟმა სააკაშვილმა დამაკავა. ავადმყოფი!
მარტო მე არა, ის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. არაადეკვატური ადამიანია, ნაძირალა. უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა - როგორ უნდა გიყვარდეს? ლოგიკურია, რომ ახლა ეს ადამიანი ციხეშია. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ის უდანაშაულოა. გააგრძელეთ კითხვა