ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება - რას წერს მსახიობის დისშვილი?
ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მსახიობის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას:
ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნჰენში.
მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები.
ამჟამად არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე. გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვისა და გულისხმიერებისთვის" - წერს ანო მაისურაძე.