"უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-"ძელეცებისთვის" ხომ აქვთ სარჩო" - რას წერს ლაშა ბუღაძე "ფორმულას" გადაცემების დახურვაზე - კვირის პალიტრა

"უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-"ძელეცებისთვის" ხომ აქვთ სარჩო" - რას წერს ლაშა ბუღაძე "ფორმულას" გადაცემების დახურვაზე

მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია "ფორმულას" გადაწყვეტილებას, გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით და კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს:

"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა.

მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან...

არჩევნებია წინო".