"...არის გარკვეული პრობლემები" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"...არის გარკვეული პრობლემები" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"გა­მო­ვე­დი, მშვი­დო­ბაა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ზოგი საქ­მე და­ი­ხუ­რა, ზოგს ისევ ვი­ძი­ებ­თო. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ხან­დაზ­მუ­ლია, დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ა­ნო" - წერს სო­ცი­ალრ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად­ვე აღ­ნიშ­ნა, ის და­ბა­რე­ბუ­ლი იყო შსს-ში.

AMBEBI.GE-სთან კი ამ თე­მა­ზე მუ­სე­რი­ძემ ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

- 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე საქ­მე მი­ვი­ტა­ნე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. საქ­მე­ე­ბი ეხე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არი­ან გა­ყი­დუ­ლი და საქ­მე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყი­დუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ. სხვა­დას­ხვა სა­ხის ქე­ი­სე­ბი გახ­ლდათ. მას მერე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ გვქო­ნია.

არ ვი­ცო­დით, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. რო­დე­საც "ბი­ბი­სიმ" მკი­თხა, რა ხდე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვუ­თხა­რი, რომ არ ვიცი გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს-მეთ­ქი. დღეს და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ის, რომ ზო­გი­ერთ საქ­მე­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, ზო­გი­ერ­თი საქ­მე ხან­დაზ­მუ­ლია. მი­თხრეს, რომ ჩემი მი­ტა­ნი­ლი საქ­მე­ე­ბის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლო­ბით საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, ზოგი არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი და ზოგი - მიმ­დი­ნა­რეა. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ჩა­მა­ყე­ნეს.

- შენი პა­სუ­ხი რა არის?

- ჩემი პა­სუ­ხი არის ის, რომ რე­ა­ლუ­რად ვი­ცით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში იყ­ვნენ გა­რე­უ­ლე­ბი. არა­ვის დას­ჯას და და­ჭე­რას არ ვი­თხოვთ, უბ­რა­ლოდ, ვი­თხოვთ პა­სუ­ხებს კი­თხვებ­ზე, თუნ­დაც შე­ვი­ტყოთ ის, ვინ არი­ან იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყი­დეს. გვა­ინ­ტე­რე­სებს ინ­ფორ­მა­ცია სამ­შო­ბი­ა­რო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც...იხილეთ სრულად