სუს-ში ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა - რას აცახდებს “ალტ-ინ­ფოს“ წევ­რი? - კვირის პალიტრა

სუს-ში ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა - რას აცახდებს “ალტ-ინ­ფოს“ წევ­რი?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე “ალტ-ინ­ფოს“ წევ­რის, ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და.

რო­გორც ვარ­დო­სა­ნი­ძემ სუს-ის შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კა ჩა­მო­არ­თვეს.

ვარ­დო­სა­ნი­ძის თქმით, პირი, რო­მელ­მაც მისი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­დან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა, შე­საძ­ლოა ის ადა­მი­ა­ნი იყოს, რო­მელ­მაც პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და­კარ­გა და "გამ­წა­რე­ბუ­ლია“.“მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი. ტექ­ნი­კა ჩა­მო­მარ­თვეს მთლი­ა­ნად. ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს მა­უ­წყებ­ლო­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და­კარ­გა და შე­იძ­ლე­ბა გამ­წა­რე­ბუ­ლი იყოს.

ცოტა სა­სა­ცი­ლოა, ჩემი სა­მუ­შაო მე­ი­ლი­დან, რო­მე­ლიც ჩემ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ხდე­ბა მე­ი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მე­ი­ლით, რო­მე­ლიც ჩემ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ვაგ­ზავ­ნო და მთე­ლი ქვე­ყა­ნა და­ვა­ყე­ნო ფეხ­ზე. ცოტა არ იყოს სა­სა­ცი­ლოა”, - გა­ნა­ცხა­და ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, სერ­გო ხურ­ცი­ძის თქმით, ვარ­დო­სა­ნი­ძის ელექტრო­ნუ­ლი პოს­ტი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ოფის­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, თით­ქოს ბომ­ბი იყო კლუბ “ბა­სი­ან­ში”და ასე­ვე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში.

“ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და ბე­ქას გა­მო­კი­თხვა. მთლი­ა­ნი ტექ­ნი­კა ჩა­მო­არ­თვეს და ისე­თი ტექ­ნი­კაც, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. კი­დევ მოგ­ვი­წევს აქ მოს­ვლა და შემ­დგომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და სერ­გო ხურ­ცი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ დად­გინ­და, თუ სა­ი­დან იყო ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა გაგ­ზავ­ნი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე, კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძის სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­დან, სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში გა­იგ­ზავ­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო აფეთ­ქე­ბებ­თან.

"ინტერპრესნიუსი"