საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს - კვირის პალიტრა

საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს

საქართველოს პროკურატურა თბილისში რამდენიმე ადგილზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს.

„საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.

პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"