უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

მათივე ინფორამციით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.

„ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

დიდება გმირებს!“, - წერია „ქართული ლეგიონის“ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"