"დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე დამირეკა გოჩა ჟვანიამ და მითხრა ყველა ერთგული ერთად ვართ ახლაო" - ვინ არიან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები და რას წერს მამუკა მამულაშვილი? - კვირის პალიტრა

"დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე დამირეკა გოჩა ჟვანიამ და მითხრა ყველა ერთგული ერთად ვართ ახლაო" - ვინ არიან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები და რას წერს მამუკა მამულაშვილი?

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ წერს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზურა წიკ­ლა­უ­რი და გოჩა ჟვა­ნია აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე და­ი­ღუპ­ნენ.

"რამდენიმე საათით ადრე დამირეკა გოჩა ჟვანიამ დაღუპვამდე და მითხრა ყველა ერთგული ერთად ვართ ახლაო, "ქართულ ლეგიონს ვინც უღალატა ყველას ..." უერთგულესი ადამიანი, ვისაც კაცობა არ შეშლია არასოდეს ! ნათელში იყოს მისი სული..." - წერს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.