ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა გურიაში? - კვირის პალიტრა

ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა გურიაში?

გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, ქალი კლინიკაში მოათავსეს.

ოჯახში ძალადობის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"