"ამას 28 დღე გეგმავდა და ეს იყო 24-ე დღე. წერს - მამა თავს დამესხა და მცემა, მონსტრია და ცუდი კაცია. მანდ დამთავრდა" - გიორგი გვარჯალაძის ემოციური ინტერვიუ ლენოზე - კვირის პალიტრა

"ამას 28 დღე გეგმავდა და ეს იყო 24-ე დღე. წერს - მამა თავს დამესხა და მცემა, მონსტრია და ცუდი კაცია. მანდ დამთავრდა" - გიორგი გვარჯალაძის ემოციური ინტერვიუ ლენოზე

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ცხოვრების ტრაგიკულ მომენტზე, შვილის დაკარგვაზე საუბრობს. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას შვილთან სხვადასხვა თემაზე უთანხმოება ჰქონდა, რამაც მამა-შვილის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები წარმოშვა.

„ამ თემაზე საუბარი არაა რთული, იმიტომ, რომ მომხდარზე უწყვეტ რეჟიმში ვფიქრობ და თან რომ ვილაპარაკო, ეს ნამდვილად არ მიჭირს. შეიძლება. რაღაც მომენტში გული ამიჩუყდეს, ეს შეიძლება ძალიან ბედნიერ მომენტშიც დამემართოს.

მე არ ვფიქრობ, რომ გადავრჩი ლენოს ეპიზოდში. იქ ყველგან გადავრჩი. აქ ვეღარ, იმიტომ. რომ ფიზიკის კანონების წინააღმდეგ იყო ყველაფერი.

მანამდე ბათუმიდან ჩამოვიდნენ ლენო, ლულუ და ნინი. ამის პრეისტორია კი იყო, რომ ლულუ მეუბნებოდა, რომ არ მემორჩილება ლენო და რომ ჩამოვალთ, შენ კარგად დაელაპარაკეო. ორ პროექტს შორის ვიყავი და არ მეცალა, ლენოს „დასაკაჩავებლად“. მოკლედ, მივიღე საშინაო დავალება.

არაფერში არასდროს შემიზღუდავს. ძალიან ვმეგობრობდით, ჩემს ტანსაცმელს ვთხოვნიდი ხოლმე. რომ იტყვიან, გადაუარა, მაგრამ არ მედარდებოდა. მომწონდა, რომ ჩემს შვილს, გოგოს ჩემი ტანსაცმელი ეცვა.

განაგრძეთ კითხვა