რამდენ ლარად ყიდულობს მთავრობა 1 ლიტრ საწვავს?! - კვირის პალიტრა

რამდენ ლარად ყიდულობს მთავრობა 1 ლიტრ საწვავს?!

2023 წლის თებერვალში მთავრობა საწვავს იანვრის ანალოგიური ფასით შეიძენს, თუმცა დეკემბერთან შედარებით, იაფად. სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დეკემბერთან შედარებით შესასყიდი ფასი მინიმუმ 2 თეთრით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის თებერვალშიც იანვრის ანალოგიურად მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) მთავრობა 2,83 ლარად შეისყიდის, მაშინ როცა დეკემბერში 2,85 ლარი გადაიხადა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, თებერვლის კონტრაქტითაც 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2,54 ლარია, დეკემბერში კი 2,56 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

განაგრძე კითხვა