საზარელი დანაშაული, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო: როგორ დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაღალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადააგდო - კვირის პალიტრა

საზარელი დანაშაული, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო: როგორ დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაღალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადააგდო

ჩი­ნეთ­ში სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს წყვი­ლი, რო­მელ­მაც ორი პა­ტა­რა ბავ­შვი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბი­ნის ფან­ჯრი­დან გა­და­აგ­დო.

ჩი­ნე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თა­ნახ­მად, მა­მა­კაცს შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და. იგი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბას გეგ­მავ­და და შვი­ლებს "დაბ­რკო­ლე­ბად" გა­ნი­ხი­ლავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვე­ბის ამ გზით მო­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

მა­მამ, ჟან ბომ, იე ჩენ­ჩენ­თან რო­მა­ნი მა­შინ გა­ა­ბა, როცა ჯერ კი­დევ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ნა­შა­უ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი ქალი გახ­და. იგი ჟან ბოს ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი და­შო­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, მა­მამ თა­ვი­სი ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი წლის ვაჟი მე-15 სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო. 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჟან ბო სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. წყარო